დავით ნარმანია: დედაქალაქს კიდევ ერთ პროექტს ვაჩუქებთ

news
ავტ.: news ივლისი 30, 2016 12:49

დავით ნარმანია: დედაქალაქს კიდევ ერთ პროექტს ვაჩუქებთ

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება სექტემბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება და დედაქალაქი კიდევ ერთ დამატებით საჩუქარს მიიღებს.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები, ბარნოვის ქუჩას დიდი ხანია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმართაობიდან გამომდინარე პრობლემები ჰქონდა. ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავებთ და სექტემბრის შუა რიცხვებამდე, სანამ ქალაქი მთლიანად დაიტვირთება, საგზაო სამუშოები უნდა იყოს შესრულებული და ამით კიდევ ერთ დამატებით პროექტს ვაჩუქებთ დედაქალაქს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გზის კაპიტალური შეკეთების ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა ბარნოვი – მაყაშვილის კვეთიდან ბარნოვი – ჭოველიძის კვეთამდე. მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეზღუდულია მაყაშვილის ქუჩის კუთხიდან ზანდუკელის ქუჩის კუთხემდე და ტატიშვილის ქუჩის კუთხიდან პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე.

news
ავტ.: news ივლისი 30, 2016 12:49

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics