დავით ნარმანია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად შეუერთდა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან ერთად შეუერთდა. დავით ნარმანია და თინათინ თინიკაშვილი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ „ყვავილების გაჩერებას“ ესტუმრნენ, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ყველა ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს. ყველას უხარია, დიდს თუ პატარას. მაქსიმალურად გამოსულია ხალხი იმისათვის, რომ დაათვალიეროს სხვადასხვა სამინისტროების, უწყებების მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალა, გაეცნოს სიახლეებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბურად აღინიშნება 26 მაისი, რითიც ეს დღე კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება თითოეული ჩვენგანისთვის,“-განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, დავით ნარმანია პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დროის კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიალსაც დაესწრო, მოგვიანებით კი კონფლიქტური ზონის მიმდებარედ მცხოვრებ ბავშვებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელი მიულოცა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
შემდეგი სტატია„საქმე N4612“ – ექსპოზიცია მერაბ კოსტავას მემორიალურ ბინა-მუზეუმში