დავით ნარმანია: ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა

ჩვენი და უმცირესობის ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში,- განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საკრებულოში მისვლის გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

„თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიწვევის საფუძველზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 17 მაისს მივიდე საკრებულოში, კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმ პროექტის სიკეთეებზე, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვან განვითარებასთან, დამატებით რეკრეაციული სივრცის გაჩენასთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან, რაც ქალაქის ორი ნაწილის ერთმანეთთან დასაკავშირებლად არის მნიშვნელოვანი. უმცირესობის წარნომადგენლების მთავარი ამოცანაა, შოუს მოწყობა, რაც ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანები ერთმანეთს არ ემთხვევა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მათ დაძახილზე არ მივსულიყავი საკრებულოში. მქონდა უმრავლესობასთან კონსულტაციები და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება”- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ქორწინებაზე: ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა გვშია და ოკუპირებულები ვართ?..ეს გამოგონილი თემაა
შემდეგი სტატიადაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ნაკვეთები და ავტომანქანები დაუბრუნდებათ