დავით ნარმანია: ჩემი გადადგომის საფუძველი არ არსებობს

news
: news აგვისტო 25, 2016 16:33

დავით ნარმანია: ჩემი გადადგომის საფუძველი არ არსებობს

თბილისის მერი, დავით ნარმანია მისი გადადგომის საფუძველს ვერ ხედვას.

დავით ნარმანიამ 24 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და აღნიშნა, რომ მას თმენის ვალდებულება უნდა გამოეჩინა.

თბილისის მერმა დღეს, სასტუმრო,”Rustaveli Boutique Hotel”- ის გახსნამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“გუშინ, ჩვენ ძალიან სიანტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა. თუმცა გარკვეული ადამიანების მხრიდან, ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ ქმედებებს. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის რეაქციაც, თუმცა მაინც ვთვლი, რომ მაინც არ უნდა მეთქვა ასეთი ფრაზები, გამომეჩინა ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ღონისძიების გახსნაზე მისულ თბილისის მერს, არასამთავრობო ორგანიზაციების, “სამართლის თაობის” წევრები დახვდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიამ 24 აგვისტოს, მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა. მან დღეს განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

news
: news აგვისტო 25, 2016 16:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics