დავით ნარმანია: არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა ეს არავის შერჩება

თბილისის მერ, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიაში 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შესაბამისად, რამდენიმე, ვისაც ხელი წაუცდა და დაარღვია კანონი, პასუხს აგებს.

ნარმანიას თქმით, უწყებაში შიდა აუდიტის მეშვეობითაც ხდება გადაცდენების დადგენა.

“თბილისის მერიის სისტემა არის უზარმაზარი, 25 000-ზე მეტი ადამიანი მუშობს. შესაბამისად, რამდენიმე ადამიანს, რომელსაც ხელი წაუცდა და დაარღვია კანონი, შესაბამისი რეაგირება მოჰყვა სამართალდამცავებისგან. დასჯის გარეშე არავინ დარჩება. არიან რიგი თაღლითი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამორჩენას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არავის შერჩება. ჩვენ შიდა აუდიტის მეშვეობითაც გვაქვს შემთხვევები, ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს, და ეს არის იმ ეფექტიანი მუშაობის შედეგი, რომელსაც ყველა შემთხვევაში მოჰყვება გამოვლენა”, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, სუს-მა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა.

უწყების ცნობით, დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა.

banner
წინა სტატიაში“ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცემენ ხმას, “ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს“
შემდეგი სტატიანავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რუსთავის #1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი იკითხება