დავით ნარმანია: არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან

news
ავტ.: news დეკემბერი 22, 2015 13:30

დავით ნარმანია: არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საჩუქრები 29-30 დეკემბერს რიგდება.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმწოდებელი კომპანია უკვე შერჩეულია და 29-30 დეკემბერს ყველა ბავშვი მიიღებს საჩუქარს.

თბილისის მერი იმ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამართულ ზეიმზე თოვლის ბაბუა უსაჩუქროდ მივიდა.

„ზეიმებზე თოვლის ბაბუა დაპატიჟებული არავის ჰყავს. ვიღაც, როგორც ჩანს, თავისი ინიციატივით დადის“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ და აქვე ხუმრობით დაამატა, რომ „არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები არიან”.

news
ავტ.: news დეკემბერი 22, 2015 13:30