დავით ნარმანია არ საუბრობს, სად გააგრძელებს საქმიანობას მერის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ

თბილისის მერი დავით ნარმანია არ საუბრობს, სად გააგრძელებს საქმიანობას დედაქალაქის მერის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რა პოზიციას ჩაიბარებს, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გახდება ცნობილი.
„ბოლო პერიოდი უამრავი ჭორი ვრცელდება. მე, მინდა, ვთხოვო თითოეულ თქვენგანს, რომ არც ერთ ჭორს არ აყვეთ. დაველოდოთ არჩევნებს. არჩევნები დასრულდება და შემდეგ გაიგებთ იმას, თუ სად ვაპირებ გადანაცვლებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობას, ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე ამ დრომდე მუშაობს.

„მე უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ, უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, ვმუშაობ და სამუშაო კაბინეტიც მაქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიპეკინის ქუჩა 21 სექტემბერს გაიხსნება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს