დავით ნარმანია – არ მგონია, ზურაბ ნეფარიძის პოლიტიკური მოტივით დაკავებასთან გვქონდეს საქმე

ზურაბ ნეფარიძე არ იყო მაინცდამაინც გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლოა საკრებულოს დეპუტატის, ზურა ნეფარიძის დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდებოდეს, რასაც თავად ბრალდებული ამტკიცებს.

დედაქალაქის მერი ამ ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ საბოლოო პასუხს საქმეზე მიმდინარე გამოძიება იტყვის.

„არ იყო ის გამორჩეული მაინცდამაინც მაღალი პოლიტიკური აქტივობით. არ მგონია, მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის შედეგს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამავე საქმეში მასთან ერთან ბრალდებულია მისი ცოლის და და ასევე თანამშრომელი ანა მენთეშაშვილი. გამოძიება მას ქრთამის აღების საქმეში შუამავლობას ედავება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ბრალ

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ამოიყვანეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა საველე შტაბში გვიან ღამით თათბირი გამართა