დავით ნარმანია: ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც 2012 წელს მიიღო

დარწმუნებული ვარ, მმართველი პოლიტიკური პარტია აბსოლუტური უმრავლესობით იქნება ყველგან წარმოდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა IRI-ს კვლევების შედეგებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 20% უჭერს მხარს.

დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო 2012 წელს და 2014 წლის არჩევნების დროს.

„ჩემი პოზიცია ადრეც იყო და ახლაც არის უცვლელი კვლევებთან დაკავშირებით, რომ საუკეთესო მაჩვენებელი ყოველთვის არის არჩევნები. უნდა დაველოდოთ არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მიღებული 2012 წელს, რომელიც იქნა მიღებული 2014 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროს. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, მმართველი პოლიტიკური პარტია აბსოლუტური უმრავლესობით იქნება ყველგან წარმოდგენილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობა მიესალმება კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში
შემდეგი სტატიასამტრედიაში, სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობამ გზა გადაკეტა