დავით ნარმანია ალეკო ელისაშვილის განცხადებას სისულელეს უწოდებს

თბილისის მერი, დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატ, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას მისი ძმა ლობირებს, სისულელეს უწოდებს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს არის დიდი სისულელე და მორიგი ჭორი. მზად ვარ მივიღო კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული არგუმენტები, თუმცა ვიცი, რომ ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი – ყველა პარტიას მუდმივად ტოვებენ წევრები და მუდმივად უერთდებიან
შემდეგი სტატიააქციზური მარკის გარეშე პროდუქციის რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს