დავით ნარმანია: 13 ივნისის ტრაგედია ყოველთვის იქნება განსაკუთრებულად მტკივნეული ჩემთვის

“13 ივნისის ტრაგედია ყოველთვის იქნება განსაკუთრებულად მტკივნეული ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. დღესაც, ცხადად მახსოვს ამ ტრაგიკული ღამის ყველა ეპიზოდი.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს. ყოველთვის მზად ვარ გვერდში დავუდგე და დავეხმარო ყველა იმ ოჯახს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო.
არაერთხელ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, მადლობა ახალგაზრდებს, სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს, უბრალოდ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთსულოვნებისთვის, ერთიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის”-წერს თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად