დავით ნაფეტვარიძე: საბავშვო ბაღებში მიმდინარე პროცესებში სუს-ი პირდაპირაა ჩართული

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნაფეტვრიძის განცხადებით, საბავშვო ბაღეში მიმდინარე პროცესებში პირდაპირიაა სუსი ჩართული.

„ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გაშვებულია ათეულობით საბავშვო ბაღის დირექტორი, მოადგილე თუ რიგითი თანამშრომელი. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით და ვასაბუთებდით იმ სქმებეს, თუ როგორ ხდება ბაღებიდან ადამიანების გაშვება.

დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ფაქტი, რომლითაც დასტურდება რომ პროცესებში სუსია ჩართული – რამდენიმე დღის წინ, 92-ე საბავშვო ბაღთან, ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების აქცია მიმდინარეობდა, სადაც მეც ვიმყოფებოდი და რომელსაც რამდენიმე უცხო პირი აკვირდებოდა. მათ თავიდანვე მიიქციეს ჩემი ყურადღება თავიანთი საეჭვო ინტერესით. მათთან გასაუბრება გადავწყვიტე, თუმცა მათ შეკითხვებზე არ მიპასუხეს და სწრაფად შეეცადნენ ტერიტორიის დატოვებას. მათგან ერთ-ერტი იყო სუსის თანამშრომელი ლაშა მეტრეველი.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას მერიასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებშუ სუსის მონაწილეობასა და ჩართულობაზე.

დაკავებული პოზიციიდან უნდა გადადგეს თორდინავა და შესაბამისად პასუხი აგოს სუსის იმ ხელმძღვანელმა პირმაც, რომელიც დღეს ბაღების თანამშრომლებზე ზეწოლითაა დაკავებული“

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიამ მორიგი მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო
შემდეგი სტატია