დავით მჟავანაძე: მათ აქვთ ერთადერთი დავალება: ეუბნებიან, რომ ქართული ოცნება უხდის მათ ხელფასს და ის უნდა გააკეთონ, რასაც ქართული ოცნება დაავალებს, ესენი არიან “ქართული ოცნების აქტივი

ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობის წინ, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის თაობაზე გამართულ სხდომასთან დაკავშირებით, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ განაცხადა:
“ქართული ოცნება, როგორც ჩანს, არ ენდობა თავისი ოჯახის წევრებსაც და საუბნო-საარჩევნო კომისიებში ნიშნავს საჯარო მოხელეებს, აპიებში დასაქმებულ პირებს, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დავალება: ეუბნებიან, რომ ქართული ოცნება უხდის მათ ხელფასს და ის უნდა გააკეთონ, რასაც ქართული ოცნება დაავალებს, ესენი არიან “ქართული ოცნების აქტივი”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.

დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომაა ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით ირჩევა და არა მიუკერძოებელი, არამედ ქართული ოცნების ინტერესების გამტარებელი იქნება.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: ბიძინა ივანიშვილს სურს გაღატაკებული, იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველო
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს