დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ნინო ენუქიძეს შეხვდა.
მხარეებმა სამინისტროებს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სახელოვნებო სასწავლებლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა, ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, შს მინისტრს წინადადებით მიმართა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრები გამართეს