დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ქუთაისში, აფხაზეთის №5 და ფოთში, აფხაზეთის №21 საჯარო სკოლებში იმყოფებოდა და სკოლების საჭიროებებს გაეცნო.
დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლაბორატორიების განვითარების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს.
დავით მორგოშიამ პედაგოგებს არსებული მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას
შემდეგი სტატიააფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული თერთმეტი პოლიკლინიკის რეორგანიზაცია იგეგმება