დავით მორგოშია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეწვია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ცენტრის სასწავლო პროექტებში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობის საკითხი განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სკოლებში STEM განათლების – მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.

ბერიკა შუკაკიძემ სტუმრებს საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელას“ ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერებინა და კლუბის მუშაობის პრინციპები და STEM პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის სკოლებში მოქმედი დისტანციური სწავლების გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაში“[საქართველოში] არჩევნების შემდგომი მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია” | ლეიენი ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა
შემდეგი სტატიაგორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა