დავით მორგოშია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე დირექტორებმა სკოლების მიღწევებზე და მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ხარისხიანი განათლების მისაღებად აუცილებელ საჭიროებებზე, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სწავლა-სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და დონორების დაფინანსებით, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში განთავსებულ აფხაზეთის №10 და №11 საჯარო სკოლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობები ექნებათ.

“აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობების სწავლების, აღზრდისა და განვითარების საკითხებში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ და ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარება წარმოადგენს და ამ მიმართულებით უკვე დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაც. წლების განმავლობაში ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები იყვნენ ჩართულნი, სწორედ, ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული საქმიანობისთვის”, – განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში განთავსებული 13-ვე საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიბუნდესტაგის დეპუტატი: მაგიდაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი დევს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს