საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პროცესი ოპოზიციური ძალების მიერ „სახის საბოლოო დაკარგვაა“.
მათიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული განცხადებები საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი მოქმედებების რეალურ სახეს.
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა — აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს. ახლა ისინი პრაქტიკულად სიმართლეს ლაპარაკობენ. ის, რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ერთის მხრივ, ტელევიზიების ქურდი, მეორეს მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი დანაშაულით ქვეყანა გაწირა… ეს მკაფიო სურათი ჩვენს ხალხს კიდევ უფრო მეტად არწმუნებს, თუ რატომ არ შეიძლება ამ ძალების ხელისუფლებასთან მიშვება“, — განაცხადა დავით მათიკაშვილმა.














