დავით მათიკაშვილი: იური მეჩითოვის შეფასება 9 აპრილთან დაკავშირებით აბსოლუტურად მცდარია

ეს არის ერთი ადამიანის წარმოდგენა, რაც აბსოლუტურად მცდარია. მე მახსოვს რა მასშტაბის აგრესიასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებას. ცხრა აპრილთან დაკავშირებით არა ერთი შემაჯამებელი დოკუმენტი დაიდო, სადაც აღნიშნულია რეალურად რა მოხდა, რით დაიღუპნენ ადამიანები. ასეთი შეფასებების გაკეთებისას მეტი ყურადღებაა საჭირო და მეტად უნდა გავაანალიზოთ ყველა ფაქტი, რაზეც ვსაუბრობთ.

იური მეჩითოვს არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ოცნებასთან. ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიკავა კონკრეტული თანამდებობები და შემდგომ დატოვა. ნებისმიერი ასეთი ადამიანის განცხადებაზე ჩვენ პასუხისმგებელნი ვერ ვიქნებით, თუმცა როგორც ერთი ადამიანის მოსაზრებაზე მე შემიძლია ვთქვა რომ ის ცდება შეფასებებში.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : რასაც მე „ფეისბუქზე“ მემუქრებიან, ყოველ ჯერზე ბრიფინგი რომ გავმართო, უხერხული იქნება
შემდეგი სტატია“ოცნება” გადავიდა ტოტალ კონტროლზე – ვაშაძის თქმით, მეორე ტურისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტს ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები კურირებენ