პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკომისიის მოსალოდნელ გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა და ევროკავშირის მიდგომა უსამართლოდ და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებულად შეაფასა.
მათიკაშვილის თქმით, რეალური საერთაშორისო მონაცემებით, საქართველო კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების გამჭვირვალობის კუთხით არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი უსწრებს.
„იმდენად უსამართლოა ევროკავშირის დამოკიდებულება, განსაკუთრებით გაფართოების საკითხში, ორმაგი სტანდარტია დაფუძნებული… როდესაც მოლდოვას და უკრაინას საქართველოს წინ აყენებენ, ბუნებრივია, ეს ქართველი ერის მხრიდან ძალიან დიდ ნეგატივს იმსახურებს და ეს არის სწორედ ევროსკეპტიციზმის გაღვივების ძირითადი მიზეზი ჩვენს საზოგადოებაში“, — განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ოფიციალურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
















