დავით მაყიშვილი: ამ ხმაურიანი “ფეიკ” დაკავებისათვის შეირჩა ბეჟან გვაზავა ე.წ დაკავების პერიოდში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 25, 2020 23:31

დავით მაყიშვილი: ამ ხმაურიანი “ფეიკ” დაკავებისათვის შეირჩა ბეჟან გვაზავა  ე.წ დაკავების პერიოდში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია

დღეს დილით შსს თანამშრომელი გიორგი გამსახურდია( პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი) ჩადის სამეგრელოში და ხვდება ლოთი ქობალიას, მოლაპარაკების ერთადერთი მიზანი, სასწრაფოდ მოიძებნოს და შეირჩეს პიროვნება რომელიც თავის თავზე აიღებს ზუგდიდის ბანკზე თავდასხმას, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელსაც დააკავაბენ და არჩევნების შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გამოუშვებენ ციხიდან.
ამ ხმაურიანი “ფეიკ” დაკავებისათვის შეირჩა ბეჟან გვაზავა, რომელიც აღნაგობით გავდა ბანკზე თავდამსხმელს, თუმცა ამ დროს შსს-ს ქონდა სხვა გეგმა მის მიმართ, ე.წ დაკავების პერიოდში მოხდებოდა მისი ლიკვიდაცია ( მიცვალებული სიმართლეს ვეღარასოდეს იტყვის პრინციპით) რომელიც ხშირ შემთხვევაში მისაღებია შეიარაღებული ბოროტმოქმედის დაკავების დროს და ამით დამთავრდებოდა ზუგდიდის ბანკის თემაც.
ამ ოპერაციის დეტალებს ახმაურებს ნიკა გვარამია, რომელმაც ფაქტიურად უდანაშაულო ბეჟან გვაზავა გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან და ამ გახმაურების შემდეგ შსს აღარ დაუტოვა სხვა გზა, გარდა ნამდვილი თავდამსხმელის დაკავებისა.
P.S შსს არც სცენარისტი გივარგათ და არც შემსრულებელი, პროფესიონალიზმს სწავლა და წვრთნა უნდა, რაც თქვენ ყვლაზე მაგრად გეზარებათ-წერს დავით მაყიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 25, 2020 23:31