დავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას გეგმავს

პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას გეგმავს.

როგორც დავით მაღრაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს.

„არ ვაპირებ პარტიის შექმნას, უბრალოდ მინდა, გაცოცხლდეს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო,“ რომლის არჩეული თავმჯდომარეც ვარ. დღეს არის ორპოლუსიანი პოლიტიკური ჩარჩო, რომლისაგანაც საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გათავისუფლდეს. ერთი მხარე წარსულს უარყოფს, მეორე – მომავალს, ჩვენ კი ორივეს ვაღიარებთ, წარსულსაც და მომავალსაც. შევეცდები ჩემ მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთო, რათა ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა დასრულდეს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული თანხმობის მიღწევას. სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება შევეცდებით გადაიზარდოს პოლიტიკურ პაექრობაში. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას ამძაფრებს კერპთაყვანისმცემლობა მიშისტობისა და ბიძინისტობის სახით. ვეცდებით, „დაიცავი საქართველო“ იყოს პლატფორმა, ასპარეზი ახალგაზრდებისთვის და იყოს სამართლიანობისთვის ბრძოლის ესტაფეტა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში ავარიისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიაეკატერინე ადამია – შარშან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 30 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 8 მილიონი ლარი დაიხარჯა