დავით ლეჟავა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა შეხვდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კრისტოფ ბეიერს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს GIZ-სა და საქართველოს შორის არსებული და მომავალი თანამშრომლობის, ასევე, GIZ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ, მათ შორის, არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და საჯარო ფინანსების მართვა, პროფესიული განათლება, საექსპერტო მხარდაჭერა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით და ბიომრავალფეროვნება. კრისტოფ ბეიერმა გამოხატა მზაობა საქართველოსათვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერის გაგრძელების თაობაზე

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია, GIZ-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი მერი შეფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი კატარინა დერკორნი.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის მთავრობის დავალებით საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს ტექნიკური დახმარების სახით.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური : ჯანდაცვაში ჩვენ ნამდვილად გვაქვს მდგრადი პროგრესი და ამაზე დღეს არავინ დაობს
შემდეგი სტატია(video) არანაირი წვლილი ჩვენს ტერაქტში იგორ გიორგაძეს არ მიუძღვის