დავით კვარაცხელია რალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2017 16:10

დავით კვარაცხელია რალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გახდა

ქალაქ ჩანაქკალეში რალში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი ბულგარეთის ჩემპიონმა, ბალკანეთის ვიცე ჩემპიონმა, მრავალგზის ევროპის შესარჩევი ეტაპების ჩემპიონმა სოხუმელმა დავით კვარაცხელიამ დაიკავა. პარალელურად, ის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ დავით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზა.
„ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს ვუძღვნი“, – ამბობს კვარაცხელია, რომელსაც სარბოლო ავტოზე უწერია – „SOKHUMI-GEORGIA“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2017 16:10