დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოდუას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ყველაზე სწრაფი გზა „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეჩერების, არის ვეტოს დადება
შემდეგი სტატიაელისაშვილი – სააკაშვილი ქოსატყუილა კაცია, დღეს ამას იძახის, ხვალ იმას