დავით კიზირია: წალენჯიხამ ახლა ახალ პოლიტიკურ კულტურას ქმნის, რომელიც სამაგალითო და სამოდელო გახდება მთელის საქართველოსთვის

“მას შემდეგ რაც არჩევნები ჩატარდა და მიუხედავად დიდი და უთანასწორო ბრძოლისა წალენჯიხამ თავისი არჩევანი დააფიქსირა, მთელი ძალები მიმართული უნდა იყოს კონსენსუსი განვითარებისკენ.
ახალი მერი დანამდვილებით ვიცი ამ მიზანს ისახავს მიზნად და დარწმუნებული ვარ განახორციელებს კიდეც.
დარწმუნებული ვარ, რადგან ვიცი რამდენ დროს და ენერგიას ხარჯავს ამ მიმართულებით. თბილისში მისი შეხვედრების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. უამრავი ადამიანი, ვისაც გვაქვს გამოცდილება, ვცდილობთ ამ რთული ამოცანის მიღწევაში გვერდით დავუდგეთ
ეს ადვილად მისაღწევი ამოცანაა?
არა!
ადვილი არც ის იყო, რაც გიამ და წალენჯიხამ უკვე დადო – შეიქმნა თავისუფლების კუნძული
წალენჯიხამ ახლა ახალ პოლიტიკურ კულტურას ქმნის, რომელიც სამაგალითო და სამოდელო გახდება მთელის საქართველოსთვის.
წალენჯიხის მოდელის წარმატებაზე დიდწილად დამოკიდებულია საქართველოს უახლესი ისტორიის განვითარების ვექტორი
პ.ს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასეთი შემთხვევის გასაჯაროება, რათა სიფხიზლე არ დავკარგოთ და რეაგირება იყოს დროული, სანამ დავადება გაფართოვდება”-წერს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის საორგანიზაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია.

banner
წინა სტატიაშიმარკეტა გრეგოროვა: ვნახე ვიდეო და მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რამ მიუღებელია
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს