დავით კირვალიძე – არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას არ ვგეგმავ

ირაკლი ალასანია ჩემი მეგობარია, მაგრამ მეგობრობა ერთია და პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება – სხვა, – ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა.
კირვალიძის თქმით, ის ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციაში New Frontiers in Agriculture (CNFA) დირექტორთა საბჭოს წევრია და არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს.

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, შესაძლოა, პარტია “თავისუფალ დემოკრატებში” გაერთიანდეს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა. თავად პარტიაში ფაქტს არცადასტურებენ და არც უარყოფენ.

თავად ყოფილ მინისტრს “თავისუფალ დემოკრფატებში” გაწევრიანების შესახებ კომენტარი მედიასთან ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

 

 

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიხადარკოვსკი რუსეთსი რევოლუციის აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ვისურვებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოერთებულიყო ამ მიმართვას