დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო

ცესკოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ცესკოსთან მსვლელობაზე 3 ადამიანი დააკავა
შემდეგი სტატიაცესკოსთან მსვლელობისას კიდე ერთი პირი, აქტივისტი ვანო გომურაშვილი დააკავეს