დავით კირთაძემ ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დავით კირთაძემ, ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც კირთაძემ  განაცხადა, საარჩევნო კომისია ვერ და არ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნებას და უხეშად არღვევს მათ უფლებას. კირთაძის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბად გადაიქცა.

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს არასამუშაო დღეს, რაც საშუალებას მისცემს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ისე ემიგრანტებს, არჩევნებში მონაწილეობის. სამწუხაროდ, კომისიამ, ეს არ გაითვალისწინა. მათ წინასწარ აქვთ აღნიშნულზე გადაწყვეტილება მიღებული და სამწუხაროა, რომ ცესკო დაემსგავსა სალომე ზურაბიშვილის  საარჩევნო შტაბს. ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა სხდომა, რადგან იქ ყოფნის აზრს ვერ ვხედავ“, – განაცხადა დავით კირთაძემ.

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა.

 

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანიამ თინა ბოკუჩავას მიმართა – თინა, მიტინგზე არ ხართ, ცესკო-ში ხართ
შემდეგი სტატია20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა