დავით კირთაძე: კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა

„კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა.“ – განაცხადა„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოში, მას შემდეგ რაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

„ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი. მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა.

ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელიც მან თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით ჩვენს ქვეყანას დაამჩნია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შანსი, ჩაგვეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც დიდ ოჯახში გაწევრიანებასთან მიგვიყვანა, თუმცა მან რუსეთი არჩია. მან შეასრულა “ქართული ოცნების” დავალება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნოტარიულად მოპარული ხმები დაემტკიცებინა. თუმცა კი ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე.

არ ვიცი გატარდება თუ არა ჩემ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები, ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს პროტესტი არის ჩემი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.“ – განაცხადა დავით კირთაძემ

banner
წინა სტატიაშიცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასადამკვირვებლო მისიებმა ცესკოს მოუწოდეს, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს | განცხადების გამოქვეყნების პარალელურად ცესკომ შემაჯამებელი ოქმი მიიღო