დავით კირკიტაძის სასამართლოს ხვალ 3 ათასამდე ადამიანი დაესწრება

ხვალ, 12 მარტს, ივანიშვილის პირადი პატიმრის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივნის, დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, სადაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს 25 დეპუტატისა და 15 ათასი მოქალაქის თავდებობის საკითხი.

შს მინისტრ გახარიას მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო დაკავებულ დავით კირკიტაძეს დეპუტატები და მოქალაქეები თავდებში უდგებიან. საქმე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ეხება.

წინა პროცესზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და დავით კორკიტაძე პატიმრობაში დატოვა იმ მიზეზით რომ ის მოქალაქეები და დეპუტატები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან, ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ამიტომ, ხვალ გურჯაანში 25 დეპუტატი და 3 ათასამდე ადამიანი აპირებს ჩასვლას, რათა მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახოს ისინი, ვინც ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთერთი ლიდერის თავდებობას.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების დაკვეთით, „ვიღაც“ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის ხელოვნურად გადადებას ცდილობს.

კერძოდ: დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატები მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდნენ, აუხსნეს რომ ხვალინდელ პროცესზე 25 დეპუტატი და 3 ათასამდე ადამიანი იქნება…

მოსამართლის თანაშემწემ ადვოკატებს განუცხადა, რომ ხვალ პროცესის გადადებას არ აპირებენ, „თუ საბადრაგო სამსახურმა დაკავებულის ჩამოყვანა შეძლო“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ხელისუფლებამ, საბადრაგო სამსახურის გამოყენებით მოიგონოს მიზეზი, რომლითაც დავით კირკიტაძის სასამართლოს გადადებენ, რათა მისი პატიმრობა მაქსიმალურად გაწელონ.

ხოლო ათასობით ადამიანის ნება – დავით კირკიტაძის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე – ცინიკურად დააიგნორონ.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
შემდეგი სტატიაცნობილ კრიმინალ გიორგი რურუას არ მივცემთ თბილისელებზე ძალადობის საშუალებას, როგორც ძალადობდა 90-იან წლებში და სააკაშვილის რეჟიმის დროს