დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, დაპირისპირებისას დაშავებული სამივე პირი პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. გამოკითხვის შემდეგ კი მათ ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, რუსთავის მერობის კანდიდატი მის შტაბზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი სუს-ის ორგანიზებული იყო, მომხდარის ყველა დეტალი გადაღებულია და აუცილებლად ეცნობებათ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე სადამკვირვებლო მისიებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება