დავით კირკიტაძემ ბრალდება აღიარა – შესაძლოა ის დღეს გაათავისუფლონ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ წარდგენილი ბრალდება აღიარა.

„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის, რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა…

მნიშვნელოვანია, თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა კი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად ერთსაათიანი დრო ითხოვა.

“ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის ფაქტიურად ფინალურ ეტაპზეა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, მოხდა შეთანხმება ბრალზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრალდებული დავით კირკიტაძე ერთ საათში თავისუფალი იქნება. ახლა ბრალდების მხარესთან კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ”, – განაცხადა გიორგი კოდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატია“სულელს, რომ სულელი უწოდო ეს ლანძღვაა?” – ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში