დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია – ადვოკატი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს

დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია – ეს განცხადება, ოპოზიციის წევრის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა გააკეთა. ის არ ეთანხმება მოსამართლეს, რომელმაც დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში დატოვა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არ განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც კირკიტაძისთვის პატიმრობის შეწყვეტას გულისხმობდა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აპირებს, რომ საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში წაიღოს. მისი შეფასებით, ევროკონვენციის რამდენიმე მუხლია დარღვეული.

დაცვის მხარის შუამდგომლობას დღეს არც ბრალდების მხარე ეთანხმებოდა. სანდრო გიორგაშვილის თქმით, ადვოკატმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი ახალი გარემოება, რაც პატიმრობის შეწყვეტას უკავშირდება.

სასამართლო პროცესზე დღეს ის 27 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც სასამართლოს წერილობით მიმართეს და მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კირკიტაძის გათავისუფლების შემთხვევაში მის ქცევა პასუხისმგებლობა აეღოთ. თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში ბანკის დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაპირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციასა და დინამიკასთან საქმე არ გვაქვს