,,დავით კირკიტაძე რომ ჩამოვა და სამართლიანობაზე გვესაუბრება, დაქცეულია მაშინ ქვეყანა”

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, სადაც ერთმანეთს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე და წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ბონდო ღლონტი დაუპირისპირდნენ. ღლონტმა კირკიტაძეს წარსული შეახსენა და განაცხადა, რომ ” დავით კირკიტაძე რომ ჩამოვა და სამართლიანობაზე გვესაუბრება, დაქცეულია მაშინ ქვეყანა” . ღლონტის ამ განცხადებას კირკიტაძის შეკითხვა მოჰყვა-თუ ” შეგიძლია ამიხსნა რატომ? და თალაკვაძე ხომ გყავთ აქ უკეთესი?”, რაზეც ღლონტმა უპასუხა, -“თქვენ ნამდვილად გჯობიათ”. ღლონტის პასუხს კი დავით კირკიტაძის რეპლიკა მოჰყვა- “ხო, იმიტომაც იყო ყოველთვის ჩემი შნირი”.
ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან აქცია გრძელდება. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბესო ქათამაძეს და დავით მჟავანაძეს სამართალდამცველები საკრებულოს შენობაში არ უშვებენ.

banner
წინა სტატიაში“ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება” – დავით უსუფაშვილი ტექნიკური მთავრობის წარდგენას ეხმაურება
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს