დავით კირკიტაძე: ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან

news
ავტ.: news აპრილი 12, 2016 12:17

დავით კირკიტაძე: ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან.

დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა გარდაბნის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომელიც მიწერილია გარდაბნის რაიონის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანთან. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” ჩარევით ხდებოდა ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება.

„ბაგა-ბაღებში სიტუაცია გამწვავდა. საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული და ეს საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევებთან. წარმოგიდგენთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ პროცესებთან. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს დაიწყო იმ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, მას ხელს აწერს გამგებლის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი. ხელს აწერს იმას, რომ ბაღებში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, არამართლზომიერი დავალებების გაცემას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისივე განმარტებით, სწორედ ხელისუფლების ჩარევის შედეგად ხდებოდა დანიშვნა და გათავისუფლება დირექტორების და მასწავლებლების.

დავით კირკიტაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ ჩაერევა მსგავს პროცესებში.

news
ავტ.: news აპრილი 12, 2016 12:17

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics