დავით კინწურაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის კოლეგიის წევრები გაათავისუფლა

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა თეატრის გუნდის კოლეგიის წევრები გაათავისუფლა.

მათ შორის არიან ის პირები, ვინც კინწურაშვილის გადადგომას ბოლო დროის განმავლობაში ითხოვდნენ.

გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ოპერის თანამშრომლებმა კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შეიტყვეს.

კინწურაშვილის განცხადების მიხედვით, თანამდებობიდან გათვაისუფლებული არიან: ნინო გოგინაშვილი, იამზე გურჩიანი, გოჩა გაბიზაშვილი. თანამდებობიდან ასევე გათავისუფლებულია თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკა გელაშვილი. განცხადები მიხედვით ის სცენის მენეჯერის პოზიციაზე რჩება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ უნდა ვიარესებოთ, იმიტომ რომ ჩვენი არარსებობა კახა ოქრიაშვილისა და მისი ამფსონებისთვის მყარი გარანტიაა – შეირგონ ნაყაჩაღარი!…
შემდეგი სტატიაუკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ