„ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, იქნება პარლამენტში, როცა ირაკლი კობახიძე მოვა. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ და გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა ირაკლი კობახიძის პრემიერ მინისტრის ამპლუაში პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით
„ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, იქნება პარლამენტში ამ დღეს, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ და გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება პრემიერ მინისტრი ან მინისტრი და კითხვებს დავსვამთ თუ აპირებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს არის ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამოქალაქეები, სიღარიბის დაძლევა, ფასების სტაბილურობა, ეს აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს და არა ის, თუ ვინ იქნება დღეს თუ ხვალ საქართველოს პრემიერ მინისტრი ან მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მმართველობის პირობებში.“- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა ირაკლი კობახიძის პრემიერ მინისტრის ამპლუაში პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით