„ბატონო ირაკლი გუშინ ისაუბრეთ დიასპორის ჩართულობაზე არჩევნებში და თქვენ ბოლო პასუხში ფაქტობრივად ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვენ თქვით, რომ დროებითი წარმომადგენლობის გახსნა შეუძლებელია ფაქტობრივად, რადგან ერთ დღეში უნდა დაიხუროს.
შემიძლია ამ თეზისში ნაწილობრივ დაგეთანხმოთ, თუმცა იმ არსებულ სიტუაციას ესეც კი აჯობებდა, მაგრამ თუ ასეა, ამ ხალხის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ხომ არ გვინდა, ჩვენ მინიმალური კომფორტი მაინც უნდა შევუქმნათ ამ ადამიანებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ 600-800 კმ არ უნდა იაროს ხალხმა, რომ არჩევნებში უბრალოდ მონაწილეობა მიიღონ, ამიტომ გთხოვთ, რომ ან კანონპროექტი დააინიციიროთ პარლამენტში, რადგან ამის გარშემო სხვანაირად პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და აქვე მინდა მიპასუხოთ და უპასუხოთ დიასპორას – იქნება თუ არა თქვენს მიერ ასეთი კანონპროექტის ინიციირება პარლამენტში და ამ პრობლემის მოგვარება?“ – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა