დავით ჯანდიერი გიგი უგულავა დაკავების ფაქტს ეხმაურება

“1. გიგი უგულავას საქმე არ ყოფილა განხილული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის გამო, რომელიც ჰქონდა(თ) ამ საქმის განმხილველ მოსამართლე(ებ)ს;

2. გიგი უგულავას საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში არ იყო სამართლიანი მსჯავრდებულის საქმის სპეციფიკური გარემოების გათვალისწინებით – საუარესოდ შებრუნების შესაძლებლობის პირობებში (უფრო მკაცრი მუხლის გამოყენების და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის და ამით მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების გამო), მსჯავრდებულს არ მიეცა ღია სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისა და კასატორის არგუმენტების გაბათილების შესაძლებლობა მაშინ, როდესაც სისხლის სამართლებრივი პროცედურის დაწყებისა და სასჯელის მოხდიდან გონივრული ვადა უკვე გასული იყო და არსებული ვითარების მიმართ მსჯავრდებულს ლეგიტიმური მოლოდინი გააჩნდა.

3. უფრო ფართოდ, მაგრამ ისევ სამართლებრივად რომ შევხედოთ, მანამდე გაკეთებული საჯარო გზავნილები სამართლადამცავი ორგანოების და სასამართლოს მიმართ წარმოადგენდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების განეიტრალების, მათი თავისუფლების უკანონო მიზნებით შეზღუდვის დაკვეთას და მიუთითებს ამ საქმის “მართლმსაჯულების სახელით” გადაწყვეტის პოლიტიკურ მიზნებზე.

პ.ს. სხვა რას ჰქვია უკანონო განაჩენი არ ვიცი

პ.ს. (2) ცალკე საკითხია ის, რომ ამ განაჩენით პოლიტიკური შეთანხმების დადების და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა მოკლეს.” – ასე ეხმაურება იურისტი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში, “ევროპული საქართველოს” ერთ ერთი ლიდერის გიგი უგულავა დაკავების ფაქტს

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: ეს არის დაცინვა
შემდეგი სტატიამიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იემენის მოსახლოება ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა