დავით ჯანდიერი: მე გარკვეულ ტაიმ აუტს ვიღებ, პარტიაში შექმნილი ვითარება არ არის იოლი

პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვებას არ გამორიცხავს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ჯანდიერიც. მისი თქმით, პარტიაში შექმნილი ვითარება არაა იოლი და თავად მასაც გარკვეულ საკითხებზე ჩამოსაყალიბებლად ტაიმ აუტის აღება სჭირდება:

„დღეს გვექნება საღამოს შეხვედრა. პროცესები არ არის იოლი, არამხოლოდ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგმა განაპირობა, არამედ ასევე პარტიაში შექმნილი ვითარება არ არის იოლი. მე გარკვეულ ტაიმ აუტს ვიღებ, მჭირდება გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბება“- განაცხადა დავით ჯანდიერმა.

შეგახსენებთ, დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკუთარ პარტიას პაატა ბურჭულაძეც ტოვებს, ბურჭულაძემ აღნიშნული ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა და განაცხადა, რომ ის ჩამოყალიბების პროცესშია.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის 79 ოლქს, 16 უბნის მონაცემების ბათილად ცნობას ან გადათვლის მოთხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატია“არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”