დავით ჯანდიერი: აუდიტის სამსახურის მიზანია, პარტიის საარჩევნო რეჟიმის პარალიზება მოახდინოს

პოლიტიკური პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახურის მიზანია, პარტიის საარჩევნო რეჟიმის პარალიზება მოახდინოს.

როგორც ჯანდიერმა სახელმწიფო აუდიტის სამხურის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, ეს ფაქტი პარტიის მხარდამჭერების ერთგვარი გაფრთხილებაც არის.

„ეს ერთგვარი გაფრთხილებაცაა იმ ხალხისთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ პარტიას ფული შეწირონ. მმართველი გუნდის მიმართ უფრო ლოიალური იყო აუდიტის სამსახური. ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს და არც აჟიოტაჟი აგვიტეხავს, როცა ჩვენ შემომწირველებს იბარებდნენ აუდიტის სამსახურში, რადგან ყველა შემოწირულობა კანონის ფარგლებში იყო“,-აღნიშნა ჯანდიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას ითხოვს, მათ შორის არის პაატა ბურჭულაძის პარტიაც.

banner
წინა სტატიაში“რატომღაც გაჩნდა სურვილი, რომ ისინი ყოფილიყვნენ პირველ ხუთეულში” – გიგლა ბარამიძე თანაგუნდელების წასვლის მიზეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისადმი ზერელე დამოკიდებულებით პირველ რიგში დაზარლდება საქართველოს მოსახლეობა”