დავით იაკობიძე: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა შინაარსობრივი მახასიათებელი დაკარგა

ექსპერტი დავით იაკობიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა შინაარსობრივი მახასიათებელი დაკარგა. უშინაარსოა და ამიტომ დესტრუქციული. რაც მალე დაიშლება და წავლენ მომიტინგეები საკუთარი საქმეების საკეთებლად მით უკეთესია ყველასთვის.

“პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა შინაარსობრივი მახასიათებელი დაკარგა. უშინაარსოა და ამიტომ დესტრუქციული. რაც მალე დაიშლება და წავლენ მომიტინგეები საკუთარი საქმეების საკეთებლად მით უკეთესია ყველასთვის.
პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ძალების ასეთი დესტრუქციული დემონსტრირება აკარგვინებს ამომრჩევლებს და სახელს უტეხავს პოლიტიკურ ლიდერებს. მართალია ამ აქციასთან მიტმასნილ პოლიტიკოსებს არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნიათ, მაგრამ ხომ გონიათ რომ აქვთ, ჰოდა მოუფრთხილდნენ.
იმ პატიოსანმა და გულანთებულმა ახალგაზრდებმა უნდა გამოიტანონ სათანადო დასკვნები, კერძოდ ის, რომ პოლიტიკა უმაღლესი პასუხისმგებლობის სფეროა და ასეთი ემოციური მუხტით პრობლემები კი არ წყდება, რამედ გადაუწყვეტადი ხდება. დღეს ისინი მოწმე არიან ფაქტისა, როდესაც მათ დაწყებულ საქმეს ლგებეტე თემისა და ნარკომანების მეშვეობით აგრძელებს რევანშისტული ოპოზიცია. ვისაც გარდა კარიერისტული მოტივისა სხვა ამოცანა არ ამოძრავებს. ამიტომ დაფიქრდნენ და თავს გმირებად ნუ წარმოიდგენენ, მათ უბრალოდ ცხელ გულზე გააღვიძეს მათი მშვიდი სწავლისა და შრომის გარანტიის დაუძინებელი მტერი. სხვის წისქვილზე დაასხეს წყალი.
აქციის ასეთი ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი უშუალოდ შედეგია არა პოლიტიკური ძალებისა, რომელმაც მისი მართვის უზურპაცია მოახდინა, არამედ იმ მოლაპარაკე თავებისა, ვინც ამ ახალგაზრდების პათოსს შეუერთდა და ტელევიზიდიან აღუვლინა მათ დიფირამბები”- წერს დავით იაკობიძე.

banner
წინა სტატიაშინულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ნომერი გახდა – 22