დავით იაკობიძე – არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირის, ასე დაწვრილებით, სიღრმისეულად ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

1970 წლიდან ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს. ყოფილა პერიოდიც, როდესაც უშუალოდ, სხვადსხვა დონეზე ვმონაწილეობდი ქართულ პოლიტიკაში და ეკონომიკური პოლიტიკის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიმიღია. ასე, რომ ვიცნობ ამ სფეროს, – ამის შესახებ თსუ-ს პროფესორი, საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრი, დავით იაკობიძე სოციალურ ქსელში წერს.

„არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, ამდენ ხანს მდგარიყო ქვეყნის მთავარ ტრიბუნასთან დაასე დაწვრილებით, სიღრმისეულად ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გიორგი გახარიასადმი პირადი სიმპათიები არასოდეს დამიმალია, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი ახლა ჩემი დადებითი ემოცია ყველას გაგიზიაროთ“, – წერს დავით იაკობიძე.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ოპოზიციას – გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ
შემდეგი სტატიაგახარია: ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერავინ ვერასდროს დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ