საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აკადემიური და სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი მზად არიან, შეხვდნენ მინისტრსა და პარლამენტის განათლების კომიტეტის წარმომადგენლებს და არგუმენტირებულად დაუსაბუთონ, რა მიზეზით არის გაუმართლებელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ სააგენტო “თაიმერთან”.
“მე პირველივე დღიდან შევხვდი როგორც აკადემიური საბჭოს წევრებს, დეკანებს, პროფესორებს, ახალგაზრდებს. დღეში ორჯერ ვხვდები. ჩვენი გადაწყვეტილება ასეთია, რომ ბატონი მინისტრის, მიქანაძის განცხადების შემდგომ, განვიხილავთ მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებაში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, რომელიც არის ზღვა მასალა და სტუ არის სახელმწიფოში სახელმწიფო, ეს არის უდიდესი ინსტიტუცია, ცოდნის ტაძარი. ჩვენ ამ მასალას ვამუშავებთ და ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილი, ვიმსჯელეთ ბატონ მინისტრთან ერთად რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე…
მინდა დაგარწმუნოთ, რომ 30 წელია განათლების მესვეურები ველოდებოდით განათლების რეფორმას. უღრმესი მადლობა პრემიერმმინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს რეფორმა დაიწყო. ამ თემაზე ჩვენ ერთი წელია ვსაუბრობთ. ასევე, ვსაუბრობდით ფაკულტეტებზე. ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებზე გვქონდა საუბარი და ფაქტობრივად ვიყავით შეჯერებული. შემდეგ ბატონმა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ჩემთან კონსულტაციების მერე ჩვენ შევჯერდით, რომ მოვახსენებდიო აღნიშნულს საუნივერისტეტო საზოგადოებას და მსჯელობის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას უნივერსიტეტის მომავალზე“- თქვა გურგენიძემ.
ავტორი: აკო ქიქავა















