წულუკიანმა ამით ყველა სამხედროს სულში ჩააფურთხა – ასე ეხმაურება “ფარის” წევრი და უსაფრთოხების საკითხების ექსპერტი დავით გუნაშვილი თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ განცხადებას.
გუნაშვილი ამ წუთებში პარლამენტის უკან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც მოქალაქეები წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ.
“ფარის” წევრი ამბობს, რომ გუშინდელი განცხადებით, რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას “მახინჯი სახე”.
საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ ესენი ერთ თარგზე არიან აწყობილი შიგნითაც და გარეთაც. ინიციატივებით არ გამოდიან ერთ ნარატივზე ზიან და ჭიკჭიკებენ რეალურად, ამ საზიზღრობებს, რასაც თეა წულუკიანი ჭიკჭიკებს ამ ე.წ. კომისიის მუშაობის ფარგლებში. ის, არც მან გუშინ განაცხადა და რითაც დაასტიმულირა კიდევ ერთხელ, რომ კარგად წარმოვიდგინოთ ის მახინჯი სახე, რაც რეჟიმის გააჩნია მისი თამადობით მადლობა მინდა მოვუხადო. არ ვნებდებით, არ გავჩერდებით, ეს ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ საზოგადოება და მათი მომხრეები ძალიან კარგად ხედავენ, რამხელა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე ჩვენ და რომ ეს არ შეედრება, არანაირ არაფერს, რაც კი აქამდე ყოფილა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. რეალურად, ეს რაც მათ განაცხადეს, არის ყველა იმ ჯარისკაცის სულში ჩაფურთხება, მან ამით ყველა სამხედროს სულში ჩააფურთხა, რომელი ჯარისკაციც რეალურად ოცნებობს გმირულად დაღუპვაზე. ეს არის პიკი ამით მან ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხა. ეს კარგად იციან პოლიციელებმაც, რომლებიც არიან ამ უბადრუკი რეჟიმის ბინძურ ინსტრუმენტად ქცეული “, – ამბობს დავით გუნაშვილი.
თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.