დავით გარეჯთან დაკავშირებით ბაქოში შეხვედრა დღესაც გაიმართება

დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, ბაქოში შეხვედრას დღესაც გამართავენ.

კომისიის ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ახალი ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

კომისია, რომლის შემადგენლობაც 20 წევრისგან განისაზღვრა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 10 მაისს დაამტკიცა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასამმა მაღაროელმა პირი ამოიკერა