დავით გარეჯში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას გიდებიც შეუერთდებიან

დავით გარეჯში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას გიდებიც შეუერთდებიან. ისინი ამ წუთებში პარლამენტთან იკრიბებიან. გიდების აზრით, ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საკითხის მოგვარებაში და პრობლემა ორმხრივი მოლაპარაკებით გადაწყდეს.

გიდების ინფორმაციით, დღეს გარეჯში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ჩავლენ. ისინი მათთან ერთად გააპროტესტებენ, იქ განვითარებულ მოვლენებს და მხარდაჭერას გამოხატავენ.

„აქ ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად ვართ, რომ უნდა გაკეთდეს საქმე უნდა მოგვარდეს, სავარძლებში რბილად ჯდომა არ არის მარტო, ეს ეკლის გვირგვინია ირჩევ ამ ცხოვრებას ადამიანი და უნდა შეასრულო შენი მისია. დროშა და გერბი არ არის მხოლოდ სახელმწიფო, სახელმწიფო არის საზღვარი,“-ამბობს გიდი რუსუდან კომახიძე.

დავით გარეჯის დასაცავად დღეს მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით ხალხი 15 ეპარქიიდან დაიძვრება. ადგილზე ჩასვლას გეგმავენ სასულიერო პირები და მრევლი. ასევე სამოქალაქო აქტივისტები.

აქცია, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ დაგეგმილი მსვლელობის გასაპროტესტებლად იმართება. სასულიერო პირები ღიად მოითხოვენ ხელისუფლებისგან სამონასტრო კომპლექსის დასაცავად სახელმწიფო დონეზე პრინციპული მოლაპარაკებები აწარმოოს.

 

ილია II დავით გარეჯზე: აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს

banner
წინა სტატიაშიშესაძლოა ქართველმა სამართალდამცველებმა მომლოცველები სამონასტრო კომპლექსში არ შეუშვან
შემდეგი სტატიაყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა