დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

„სანამ გაიმართება მეორე რაუნდი მოლაპარაკებების, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. ივნისში უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ის ნება, რომელიც გამოხატულია როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს მე იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება” – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დასაკითხი გახდება