დავით გარეჯში – ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ”ძალა ერთობაშია”-ს წევრები პატრულირებდნენ

დავით გარეჯში ამ დროისათვის სიმშვიდეა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია”-ს წევრები პატრულირებდნენ.

ისინი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ითხოვენ. მოძრაობის წევრები გარეჯში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს და უთხრეს, რომ ეს მათი ტერიტორიაა, სადაც ხატების ადგილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიგიდები დავით გარეჯში არსებულ ვითარებას გააპროტესტებენ
შემდეგი სტატია20 ივნისის სისხლიანი დარბევა – ენმ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს